ტურიზმი და მისი მნიშვნელობა


ტურიზმი დასვენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, ხოლო დასვენება ადამიანის  აუცილებელ მოთხოვნილებას წარმოადგენს,შრომაში დახარჯული ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღსადგენად.დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. მალე მოგზაურობამ სხვადასხვა მიზნები შეიძინა:დასასვენებელი,სანახაობრივი,რელიგიური,სასწავლო და ა.შ.
   უნდა ითქვას,რომ ტურიზმის განვითარება მეტად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნისთვის,განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებითა და მნიშვნელოვანი,საინტერესო კულტურული მემკვიდრეობით.ამ მხრივ საქართველო ყოველთვის იყო ტურისტთა ყურადღების ცენტრში და დღესდღეობითაც ჩვენს ქვეყანას მრავალი უცხოელი სტუმრობს.
   პრობლემა რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით იჩენს თავს,ქვეყნის ყველა ფასეულობით თავის გამოჩენასა და ამით უცხოელთა მოზიდვაში მდგომარეობს.საქართველოს უსაზღვრო რესურსები გააჩნია ამ პრობლემის დაძლევისა და ტურიზმის აყვავებისთვის,რადგან იგი მდიდარია როგორც კულტურული,ისტორიული ძეგლებით ასევე დასასვენებელ-სარეკრეაციო კურორტებით.ამ სფეროში დასაქმებულმა პირებმა უნდა იზრუნონ საჭირო ღონისძიებების გატარებაზე,რათა საქართველოს შესახებ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს და დაინტერესედეს ჩვენი ქვეყნის სტუმრობით.
ტურიზმის აღმავლობა ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა!!!!

No comments:

Post a Comment