მსოფლიო სტატისტიკა


   ტურიზმის ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა. მსოფლიოში სწორედ ტურიზმი არის ვალუტის მოძრაობის მთავარი გენერატორი, რისი მეშვეობითაც იგი უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაში. იგი ასევე ბევრი ქვეყნისთვის რჩება უამრავ სამუშაო ადგილზე პასუხისმგებლად. UNWTO-ს მონაცემებით, მოთხოვნამ საერთაშორისო ტურიზმზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და აჩვენა თავისი ელასტიურობა და მოქნილობა გარეშე ფაქტორებთან მიმართებაში. (ნოემბერი,2008)ტურიზმი არის თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალშემოსავლიანი და ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგი.მსოფლიოში ტურიზმის 300-მდე მიმართულება არსებობსაბსოლუტურ ციფრებში ტურიზმისაგან მიღებული ეფექტი შემდეგნაირად გამოიყურება: საერთო შემოსავლები – 455,4 მილიონი დოლარი; ტურიზმში დასაქმებულია 300 მილიონზე მეტი ადამიანი; ყოველ 2,5 წამში მსოფლიო ტურიზმში იქმნება ერთი დამატებითი სამუშაო ადგილი; ყოველდღიურად ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ხდება 2,1 მილიარდიანი ინვესტირება .ტურიტული თვალსაზრისით მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების:საფრანგეთი,უსა,იტალია,შვეიცარია,ესპანეთი,დიდი ბრიტანეთი,მექსიკა კანადა,გერმანია,იაპონია,ცჰინეტი,რუსეტი.თითოეული მათგანისთვის წლიური შემოსავალი ტურიზმიდან 7.5 მლრდ. დოლარიდან იწყება და 74.9 მლრდ.დოლარამდე მთავრდება.როგორც ვხედავთ ტურიზმი საკმაოდ სერიოზულად არის განვიტარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში • 2007 წლიდან 2008 წლამდე საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 1.9%-ით გაიზარდა და 922 მილიონს მიაღწია, ხოლო მათ მიერ დახარჯულმა თანხამ 944 მილიარდ დოლარს (642 მილიარდ ევროს) მიაღწია!• ბოლოდროინდელმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზიმა თავისი ზეგავლენა იქონია ტურიზმის ინდუსტრიაზეც, რაც 2008 წლის ივნისის თვიდან საერთაშორისო ტურისტების ზრდის ტემპის 2%-იანი დაცემით დაიწყო და საბოლოოდ მარტო 2009 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით ტურისტული ნაკადი 8%-ით შემცირდა. ბევრ რეგიონში A(H1N1) ინფლუენზა – ე.წ “ღორის გრიპის” მსოფლიო პანდემიამ ასევე გამოიწვია სიტუაციის გამწვავება. 2010 წლისათვის კვლავ განახლდა ტურიზმისადმი გამძვინვარებული მოთხოვნა და საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 1 მილიარდს გადააჭარბა! ტურიზმის ინდუსტრიას ბევრი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნოშვნელობა გააჩნია. სწორედ უცხოელი ტურისტებისაგან მიღებული შემოსავლები, ინდუსტრიაში მყოფი ფირმების გადასახადები და შანსი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ქმნის ამ ქვეყვებისათვის განვითარების შესაძლებლობას.



No comments:

Post a Comment