საქართველოში ტურიზმის ხელისშემშლელი ფაქტორები


 საქართველოში არსებობს მრავალი შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, დაწყებული საზღვაო კურორტებით გაგრძლებული მთის კურორტებით, სათხილამურო სპორტით, მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სხვა სახის ტურიზმით. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირშესანიშნაობებით. თუმცა,  საქართველოში არის ტურიზმის ხელშემშლელი ფაქტორები, რომლებიც არის მოსაწესრიგებელი.საერთაშორისო ტურიზმის ექსპერტთა დასკვნით , მიუხედავად უამრავი ღირშესანიშნაობისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია ,,ძალიან ბევრი ძეგლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ მოვლილი, რათა შეჩერდეს მათი განადგურება და ისინი წარსდგნენ სრულმნიშვნელოვანი სახით დამთვარიელებლების წინაშე." ასევე მაგალითად :

ტურისტული ინფრასტრუქტურა

    კვების ობიექტების არასათანადო აღჭურვილობა და მომსახურების ხარისხი; უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ვიზიტორთა თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებით საინტერესო ადგილებს (ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლები), პოპულარულ ტურისტულ საფეხმავალო ბილიკებს (მაგ.: ყაზბეგი – სნო – ჯუთა – როშკა; მესტია – ადიში – ხალდე – კალა – უშგული).
 
არასაკმარისი ტურისტული-საინფორმაციო დაფები და მანიშნებლები; საგზაო დეპარტამენტთან ერთად უნდა გაგრძელდეს ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტების მანიშნებლების ქსელის დახვეწა, აღდგენა და შემდგომი განვითარება; ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან გაგრძელდეს საინტერპრეტაციო-საორიენტაციოდაფების მოწყობა. (მსგავსი დაფები მოწყობილია რიგ ადგილებში, თუმცა მათი რაოდენობა საკმარისი არ არის). საჭიროა პოპულარული მარშუტების (საფეხმავალო, საცხენოსნო, ველო) მარკირება მარტივი სტანდარტიზირებული მანიშნებლებით. ამისთვის შესაძლებელია კონტრაქტორი სპეციალიზირებული ორგანიზაციების გამოყენება.

გამართული სანიტარული კვანძების არარსებობა, მიუხედავად იმისა, რომ საწვავგასამართ სადგურზე დაიწყო ტუალეტების ფუნქციონირება კვლავ პრობლემად რჩება ტუალეტების მოწყობა და სანიტარული ნორმების დაცვით ფუნქციონირება პოპულარულ ტურისტული მარშუტებისა და სანახაობების გათვალისწინებით. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორის ან თვით ტურისტული ობიექტების მონაწილეობით.

 დასუფთავების პრობლემა (განსაკუთრებით რეგიონმებში). მყარი ნარჩენების დაგროვება, უკონტროლო და უნებართვო სანაგვეები და საყოფაცხოვრებლო ნარჩენებისგან დასუფთავების საკითხი უნდა იქნას პრიორიტეტულად განხილული, განსაკუთრენით პოპულარული ტურისტული ადგილების ირგვლივ, ასეთია მაგ.: ყაზბეგი – გერგეთის სამების გზა, გუდაურის ნაგავსაყრელი. მსგავსი პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების, თუმცა მათ სჭირდებათ შესაბამიში ფინანსები და ქეტნიკური ზედამხედველობა.

 სერვისი


არა კვალიფიციური პერსონალი (კვების ობიექტები, განთავსების საშუალებები და სხვა ტურისტული ობიექტები). საჭიროა შეიქმნას რეგიონებში ზრდასრულთა გადამზადების ცენტრები, სადაც ჩატარდება ტრენინგები ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, მართვა და მომსახურების საკითხებში. ცენტრალიზებულად მეტად ძნელია ადგილობრივი კადრების თავმოყრა და სწავლება.

პროფესიონალი გიდის ნაკლებობა (განსაკუთრების სამთო გიდი), სამთო გიდების მომზადება საჭიროებს სპეციფიკურ პროფესიონალურ წვრთნას, რომელიც ტრადიციურ ალპურ ქვეყნებში ხშირად რამდენიმე ქვეყანაში გრძელდება რამოდენიმე წელი.რამდენადაც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველობა მისი მთიანი რეგიონებია, აუცილებელია მთის გიდების მომზადების, ევროპულ დამოცდილების გაზიარება და საწვრთნელი ბაზებისა და სკოლის შექნმა. საჭიროა მსგავსი ინიციატივების დეტალური განხილვა და მხარდაჭერა.

სამთო სათხილამურო კურორტებზე სამაშველო სამსახურის და კვალიფიციური სათხულამურო მწვრთნელის არ არსებობა. წამყვან სათხილამური ცენტრებში აუცილებელია სასწავლო-სამაშველო ცენტრების შექმნა, სადაც უზრუნვლყოფილი იქნება კვალიფიციური კადრების მომზადება, სწავლება-გადამზადება და საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ოპერაციების ორგანიზება. განსაკუთრებით ნმიშვნელოვანია ასეთი დასაყრდენი ცენტრების შექმნა სვანეთში, გუდაური ან ყაზბეგი, ომალო, ბაკურიანი.

No comments:

Post a Comment