ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში



  საქრთველოს ტურიზმის განვითარებისთვის არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა და კლიმატი ახასიათებს.აქ შეიძლება როგორც მთიანი რეგიონების განვითარება ისე ვაკე დაბლობების და შავი ზღვის ტერიტორიების ათვისება.ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი 14 სამოგზაურო სეგმენტადაა დაყოფილი.
    საქართველოში არსებობს მრავალი შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, დაწყებული საზღვაო კურორტებით გაგრძლებული მთის კურორტებით, სათხილამურო სპორტით, მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სხვა სახის ტურიზმით. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირშესანიშნაობებით.
საქართველოში ტურიზმის განვთარებას ასევე ხელ უწყობს ქვეყნის განსაკუთრებით ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობაბუნებამ უხვად დააჯილდოვა საქართველომთელს მსოფლიოში არც ისე ბევრია ადგილებისადაც შედარებით მცირე ტერიტორიაზე განლაგებულია ამდენი განსხვავებული ლანდშაფტი - ნოტიო სუბტროპიკებიდან მუდმივ თოვლამდე და მყინვარებამდე მაღალ მთიან ადგილებში.

  საქართველოში ტურიზმის განვითარების ნათელი მაგალითია აჭარის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო.  რეგიონში მოქმედებს პრაქტიკულად ყველა მსოფლიო ბრენდის სასტუმრო ან გახსნის პროცესშია. უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს აჭარის რეგიონმა უმასპინძლა საქართველოში ჩამოსული ტურისტების 85%-ს.
 ამჟამად საქართველოში ტურიზმი თვისობრივად ახალ სისტემაზე გადადის და ამ გარდამავალ ეტაპზე მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება. საქართველოს გააჩნია უდიდესი ტურისტული და საკურორტო პოტენციალი. საქართველო ამჟამად აღიქმება როგორც ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა და ამდენად საინტერესოა მისი აღმოჩენა ყოველი მოგზაურისთვის თუ ტურისტისთვის.
     ქვეყანაში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი და მრავალი საგანძურია, რომელიც დღითიდღე, თანდათანობით იზრდება. საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით, ამჟამად კი 102 კურორტი და 340 საკურორტო ადგილია, კურორტების ძირითადი ნაწილი ზღვის პირას და მთიან რეგიონებშია. როგორ ვხედავთ ტურიზმს საქართველოში კარგი პერსპექტივები გააჩნია
საქართველოს წრმომადგენლობა გადის ქვეყნის გარეთ, საიდანაც უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება ხდება საქართველოზე. რის შედეგადაც საქართველოში იმატებს ტურისტების რაოდენობა. მაგალითად.: 1998 წელს საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა მოხდა ისრაელში, ტელ-ავივში. ამავე წელს თბილისსში ჩატარდა ”დიდი აბრეშუმის გზის” ტურიზმის მსოფლიო ფორუმი, 2003 წელს კი თბილისში მოხდა მეოთხე საერთაშორისო ტურისტული ბაზრობის გახსნა.
     როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სისტემური ხასიათისაა და  არსებითად დამოკიდებულია, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკური ფაქტორების გამოყენების ფორმაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თავისებურებებზე.

No comments:

Post a Comment